პოლიციამ, მოსკოვთან ახლოს პუშკინოში, 15 მაისს დააკავა ათობით დემონსტრანტი,რომლებიც ანტიემიგრანტულ ლოზუნგებს გაჰყვიროდნენ და იმ უზბეკი მამაკაცის დასჯას მოითხოვდნენ, რომელიც ადგილობრივის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი.
რამდენიმე დემონსტრანტმა სავაჭრო ჯიხურები დაარბია და ავტობუსის მძღოლი სცემა. ყველა დაკავებული პოლიციიდან მოგვიანებით გაათავისუფლეს. ანალოგიურ ანტიეთნიკურ გამოსვლებსა და ძალადობას ჰქონდა ადგილი მოსკოვში 2010 წლის ოქტომბერში, როდესაც რუს კაცის მკვლელობაში კავკასიიდან გამოსული ემიგრანტები დაადანაშაულეს.
მასალის გამოყენების პირობები