ტაილანდის არმიამ ქვეყანაში კომენდანტის საათი გამოაცხადა, თუმცა, უარყოფს სამხედრო გადატრიალების ფაქტს.
20 მაისის ამ განცხადებამდე ტაილანდში თვეებია მიმდინარეობს სამოქალაქო არეულობა. ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მათ შორის - იუსტიციის მინისტრმა განაცხადეს, რომ დევნილობაში მყოფი ყოფილი პრემიერ-მინისტრის თაკსინ შინავატრას მხარდამჭერი დროებითი მთავრობა კვლავაც ინარჩუნებს ძალაუფლებას. არმიის სარდალმა - გენერალმა პრაიუთ ჩან-ოჩამ განაცხადა, რომ სამხედროები პასუხისმგებლობას იღებენ საზოგადოებრივი წესრიგის დამყარებაზე. გასული წლის ნოემბრიდან, რაც ტაილანდში არეულობა დაიწყო, თითქმის 30 ადამიანი დაიღუპა.
მასალის გამოყენების პირობები