საქართველოს სამთავრობო დელეგაცია ბრიუსელში იმყოფება. პრემიერმა დელეგაციის წევრებთან ერთად პირველი შეხვედრა უკვე გამართა ჰარვარდის კლუბის წევრებთან.
ვესტერლოს სასახლეში ირაკლი ღარიბაშვილს პრინცმა მეროდემ უმასპინძლა. შეხვედრას ბიზნეს სექტორის 100-მდე წარმომადგენელი დაესწრო. მიღებაზე იმყოფებოდა პრინცი ხუან ბაგრატიონიც მეუღლესთან ერთად.
პრემიერმა შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და პრინც მეროდეს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა. ირაკლი ღარიბაშვილმა ყურადღება გაამახვილა ქვეყნაში არსებულ ვითარებაზე, რუსეთ–საქართველო– უკრაინის ურთიერთობებსა და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მნიშვნელობაზე. მისი თქმით, კერძო სექტორის კუთხით ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო შეთანხმება ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას შეუწყობს ხელს და დაეხმარება მას საერთაშორისო ბაზრებზე ინტეგრაციაში და გახსნის ახალ შესაძლებლობებს მეწარმეებისათვის საქართველოში.
ბელგიელ ბინზესმენებს კი ქართული დელეგაციის წევრებმა ქვეყნის საინვესტიციო გარემო გააცნეს.
მასალის გამოყენების პირობები