საქართველოს 13 ივნისს ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზო ეწვევა. ვიზიტის დეტალები დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ევროკომისიის პრეზიდენტს ჟოზე მანუელ ბაროზოს შორის ბრიუსელში გამართული შეხვედრის დროს განიხილეს.
შეხვედრაზე მთავარი აქცენტი ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის საკითხებზე გაკეთდა. ასევე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესსა და ამ გზაზე მიღწეულ მნიშვნელოვან შედეგებზე.
პრემიერ-მინისტრმა ევროკომისართან ისაუბრა საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და კანონის უზენაესობის უზრუნველსაყოფად მთავრობის მიერ გატარებულ ღონისძიებებზე.
მხარეებმა ასევე ყურადღება გაამახვილეს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელებაში მიღწეულ პროგრესზე.
მასალის გამოყენების პირობები