"გაზპრომმა"და ჩინურმა კომპანიამ CNPC შანხაიში ხელი მოაწერეს მსხვილ ხელშეკრულებას, რომელიც რუსული გაზის ჩინეთისთვის მიწოდებას ითვალისწინებს. რუსეთი და ჩინეთი შეთანხმდნენ გაზის შესახებ 400 მილიარდ დოლარად შეფასებულ კონტრაქტზე, რომელზეც ორი მხარე 10 წელიწადზე მეტი ხანია, მუშაობს. კონტრაქტის ხელმოწერის შემდეგ, გაზპრომის აქციების ფასი 2%-ით გაიზარდა.
მასალის გამოყენების პირობები