პოლიტიკა
დაღესტანში სამართალდამცველ ქალს 5 - წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
დაღესტანის სასამართლომ სამოქალაქო აქტივისტი ქალი, ზარემა ბაგავუტდინოვა " ტერორისტული ქმედებების ხელშეწყობის" ბრალდებით, დამნაშავედ ცნო. მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. სამართალდამცველი ცენტრი "მემორიალი" განაჩენს სასტიკს უწოდებს.
ბაგავუტდინოვა თავს დამნაშავედ არ ცობს. „მემორიალის" ინფორმაციით, სასამართლომ უხეშად დაარღვია ბრალდებულის უფლებები, რადგან პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. ცენტრი თვლის, რომ სამოქალაქო აქტივისტისთვის გამოტანილი განაჩენი პოლიტიკურად მოტივირებულია, ხოლო სისხლის სამართლის საქმე - ფალსიფიცირებული. .
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები