საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, დღეს ოფიციალურად დაადასტურეს, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოაწერს ხელს.
ამის შესახებ მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე მთავრობის საპარლამენტო მდივანმა შალვა თადუმაძემ განაცხადა.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმება 27 ივნისს გაფორმდება.
მასალის გამოყენების პირობები