ქართული მედიის წინასაარჩევნო კვლევების შუალედურ შედეგებს აქვეყნებს კომპანია "სიარესი".
ტელემაუწყებელთა, ბეჭდური, რადიო და ინტერნეტგამოცემების მკვლევარების შეფასებით, ახალი ამბებისა და თოქ-შოუების შესახებ არსებული მონაცემების გაშუქება, 2013 წლის შედეგებთან შედარებით, დადებითია.
პოლიტიკური სუბიექტების წინასაარჩევნო კამპანიების გაშუქება ამ ეტაპზე ნაკლებად პოლარიზებულია. “სიარესის” ინფორმაციით, შედეგების მიხედვით, თვითმმართველობის არჩევნების წინ ტელემედია დაბალანსებულია.
მასალის გამოყენების პირობები