უკრაინაში 25 მაისს საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. გადაწყვეტილება, ქვეყანაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის თაობაზე,უკრაინის უმაღლესმა რადამ მას შემდეგ მიიღო,რაც ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი გადადგა და რუსეთში გაიქცა.
არჩევნებში უკრაინის პრეზიდენტობის პოსტზე კენჭს სულ 21 კანდიდატი იყრის. თუ ხმების დათვლის შემდეგ ვერც ერთი კანდიდატი ვერ დააგროვების ამომრჩეველთა ხმების 50%-ს, უკრაინაში არჩევნების მეორე ტური გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას პირველი ტურის ორი ფავორიტი კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას.
თავდაპირველად არჩევნებისთვის უკრაინაში 225 საარჩევნო ოლქი შეიქმნა, თუმცა,რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, საარჩევნო ოლქების რაოდენობა 213-მდე შემცირდა.
ამასთან, უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილის ზოგიერთ ოლქში პრორუს სეპარატისტებს ამ დრომდე დაკავებული აქვთ ადმინისტრაციული შენობები და საარჩევნო კომისიები. სეპარატისტთა ლიდერების განცხადებით, ისინი არ დაუშვებენ საპრეზიდენტო არჩევნების გამართვას თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში. უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ლუგანსკში 1 771 873 ამომრჩეველია, დონეცკის ოლქში კი - 3 289 616.
პარალელურად, უკრაინის აღმოსავლეთ ოლქებში გრძელდება ანტიტერორისტული ოპერაცია, რომელსაც უკრაინის ხელისუფლება ახორციელებს. უკრაინის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის ვალენტინ ნალივაიჩენკოს განცხადებით, არჩევნების დღეს სპეცოპერაციები არ ჩატარდება.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმი. თუმცა,ყირიმში მცხოვრებ უკრაინის მოქალაქეებს საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემა ქვეყნის სხვა რეგიონებში შეეძლებათ.
უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ქვეყანაში სულ 35 500 913 ამომრჩეველია.
ამომრჩეველთა კომიტეტის ცნობით, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში არსებული ვითარების გამო არჩევნებში მონაწილეობას ამომრჩეველთა თითქმის 5% ვერ მიიღებს.
უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებს 2 785 უცხოელი დამკვირვებლი დააკვირდება.
მასალის გამოყენების პირობები