უკრაინის ცენტრალური საარჩვენო კომისიის მიერ ამ დროისთვის ბიულეტენების 33,2%-ია დათვლილი, ხმათა უმრავლესობით, 54,08%-ით საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის პეტრე პოროშენკო ლიდერობს. იულია ტიმოშენკოს - 13,12%-მა დაუჭირა მხარი, ხოლო ოლეგ ლიაშკოს – 8,47%-მა. მეოთხე ადგილზეა ანატოლი გრიცენკო, 5,51%-ით, რომელსაც სერგეი ტიგიპკო მოსდევს, 5,08%-ით.
ამომრჩეველთა აქტივობამ გუშინ ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე 61% შეადგინა.
უკრაინის ახლად არჩეული პრეზიდენტის პეტრე პოროშენკოს ინაუგურაცია, შესაძლოა, 8-10 ივნისს გაიმართოს. ამის შესახებ პოროშენკოს შტაბის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა რომან ზვარიჩმა განაცხადა.
მისი თქმით, კანონი საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ოფიციალური შედეგების დადგენისთვის 10 დღეს აძლევს და ამის შემდეგ, უკვე ხუთი დღეში პარლამენტში შესაძლოა ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართოს.
"სავარაუდო თარიღია 8-10 ივნისი, თუმცა მე ჯერ არ განმიხილავს ეს თარიღი პეტრე პოროშენკოსთან", - განაცხადა პოროშენკოს შტაბის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.
უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში პეტრე პოროშენკო ლიდერობს.
მასალის გამოყენების პირობები