დალია გრიბაუსკაიტე ლიტვის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს.ლიტვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, გრიბაუსკაიტეს არჩევნებში მონაწილეთა 57%-მა დაუჭირა მხარი.
“მადლობას ვუხდი ლიტველებს ნდობის გამოცხადებისთვის. ჩვენ წინ გვაქვს ერთობლივი სამუშაო ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ”,-განაცხადა გრიბაუსკაიტემ.
გრიბაუსკაიტეს მეტოქე საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში “სოციალ-დემოკრატი” ზიგმანტას ბალჩიტისი იყო.
მასალის გამოყენების პირობები