ევროპარლამენტში გუშინ გამართული არჩევნების წინასწარი შედეგების თანახმად, ევროპარლამენტში უმრავლესობაში კვლავ "ევროპის სახალხო პარტია" რჩება, თუმცა, ამჯერად 60-ით ნაკლები მანდატით.
BBC-ის ცნობით, ევროპარლამენტში, ევროსკეპტიკოსმა და მკვეთრად მემარჯვენე პარტიებმა დაიკავეს ადგილები, რასაც საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, მანუელ ვალსიმ "პოლიტიკური მიწისძვრა" უწოდა.
ფრანგულმა "ნაციონალურმა ფრონტმა" და ბრიტანულმა "თავისუფლების პარტიამ" არჩევნებში ძლიერი შედეგები აჩვენეს, მაშინ როდესაც სამმა ცენტრისტულმა ბლოკმა ევროპარლამენტში ადგილები დაკარგეს. თუმცა, მემარჯვენე-ცენტრისტული "ევროპის სახალხო პარტია", ევროპარლამენტის 751 ადგილიდან დაახლოებით, 212-ს დაიკავებს. იგი კვლავ ყველაზე დიდ ჯგუფად რჩება, თუმცა 60-ით ნაკლები მანდატი ექნება, ვიდრე აქამდე. 186 ადგილს დაიკავებს ევროპარლამენტში სოციალისტთა ჯგუფი, 70-ს – ლიბერალები, ხოლო 55-ს – მწვანეები.
მასალის გამოყენების პირობები