"ნაციონალური მოძრაობის" წევრს, ზურაბ ჭიაბერაშვილს თავს დაესხნენ. ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" პრესსამსახურის უფროსმა გიორგი პატარაიამ განაცხადა.
"ზურაბ ჭიაბერაშვილი დამიკავშირდა და მითხრა, რომ თავს დაესხნენ, თუმცა დეტალები არ ვიცი. ახლა მივდივართ ადგილზე", - განაცხადა პატარაიამ.
მისივე თქმით, თავდასხმა აბაშიძის #22-ში მდებარე ლიტერატურულ კაფეში მოხდა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ზურაბ ჭიაბერაშვილს თავს დაესხნენ რეჟისორი გიორგი მგელაძე და რეზო თაბუკაშვილი უმცროსი.
ჭიაბერაშვილს დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული.
მასალის გამოყენების პირობები