პოლიტიკა
უკრაინა, ლიტვა და პოლონეთი გაერთიანებულ სამხედრო ნაწილს შექმნიან
უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა , თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს, მიხეილ კოვალს, ლიტვისა და პოლონეთის მთავრობებთან, გაერთიანებული სამხედრო ნაწილის შექმნის შესახებ, შეთანხმების ხელმოწერა დაავალა. ამის შესახებ ჟურნალისტებს თავად კოვალმა განუცხადა. მან აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან პოლონეთი და ლიტვა ნატოს წევრები არიან, და უკრაინა გაერთიანებული ბრიგადის შემადგენლობაში, ნატოს სტანდარტებს გაუსწორდება. კოვალმა ასევე დაადასტურა, რომ ბრიგადის უკრაინული ნაწილი ლვოვის პოლიგონზე იქნება დისლოცირებული . კოვალის ვარაუდით, შეთანხმების ხელმოწერა უახლოესი თვეების განმავლობაში უნდა მოხდეს.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები