უკრაინის მოქმედი პრეზიდენტის ალექსანდრ ტურჩინოვის განცხადებით, 14 უკრაინელი ჯარისაცი და 1 გენერალი დაიღუპნენ შვეულმფრენში, რომელიც მეამბოხეებმა ჩამოაგდეს აღმოსავლეთ უკრაინაში. პრორუსულად განწყობილმა სეპარატისტებმა უკრაინის არმიის შვეულმფრენი ჩამოაგდეს ქალაქ სლავიანსკთან მიმდინარე ბრძოლებში. თვითმხილველებმა დაინახეს, თუ როგორ ჩამოვარდა საფრენი აპარატი ქალაქის მახლობლად.
იუწყებიან, რომ დონეცკის ოლქში, ქალაქ სლავიანსკთან დილიდან მიმდინარეობს ინტენსიური სროლები. წუხელ კი სეპარატისტებმა ხელთ იგდეს ქალაქ ლუგანსკში მდებარე სამხედრო ნაწილი. თავდასხმის შედეგად დროს ერთი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა. დანარჩენებმა მოახერხეს უვნებლად წასვლა.
მასალის გამოყენების პირობები