უკრაინის ახლად არჩეული პრეზიდენტის პეტრე პოროშენკოს ინაუგურაცია 7 ივნისს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "უნიანი" პოროშენკოს საარჩევნო შტაბის საინფორმაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელ ირინა არიზზე დაყრდნობით ავრცელებს.
კითხვაზე, იგეგმება, თუ არა რაიმე სახის ღონისძიება კიევში, თავისუფლების მოედანზე, მან განაცხადა, რომ ინაუგურაციასთან დაკავშირებით არავითარი ღონისძიებები დაგეგმილი არ არის.
ამავდროულად, ქვეყნის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრ ტურჩინოვმა უკვე მოაწერა ხელი განკარგულებას ინაუგურაციასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ.
უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბოლო მონაცემებით, პოროშენკომ ხმათა 54,70 % მიიღო.
მასალის გამოყენების პირობები