30 მაისს პოლიციის დღესთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრი ბათუმს ეწვია. თეა წულუკიანმა აღსრულების ეროვნული ბიუროს პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებს პროფესიული დღესასწაული მიულოცა და მათ სპეციალური ჯილდო გადასცა. დაჯილდოების ცერემონია ბათუმის იუსტიციის სახლში გაიმართა და მას იუსტიციის მინისტრის მოადგილეები მიხეილ სარჯველაძე და ალექსანდრე ტაბატაძეც ესწრებოდნენ.
„წელიწად-ნახევრის განმავლობაში აღსრულების პოლიციამ შეძლო, თვისობრივად გარდაექმნა საკუთარი სახე. დღეს ჩვენს მოქალაქე
ებს, რომლებიც ისედაც მატერიალურად შეჭირვებულ მდგომარეობაში არიან, როდესაც აღსრულების პოლიციელი უკავშირდება, აღარ ეშინიათ; მათ იციან, რომ სესხს გადახდა სჭირდება, მაგრამ ისიც იციან, რომ აღსრულების პოლიციელი არის მათი მხარდამჭერი იმისთვის, რომ გამოსავალი მოიძებნოს. მედიატორი პოლიციელის სახე აღსრულების ბიუროს თანამშრომლებმა სულ რამდენიმე თვეში შეიძინეს“, − განაცხადა თეა წულუკიანმა და დასძინა, რომ იუსტიციის მინისტრი აღსრულების პოლიციას თანამშრომლობის მხარდაჭერას აღუთქვამს მედიატორის როლის წარმატებით შესრულების საქმეში.
იუსტიციის მინისტრმა სპეციალური სახელმწიფო წოდება აღსრულების 7 პოლიციელს მიანიჭა, ბიუროს ორ თანამშრომელს კი, სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშო შესრულებისათვის, განსაკუთრებული სირთულის სამუშაოს შესრულებისა და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის მადლობა გამოუცხადა.
მასალის გამოყენების პირობები