პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნიკო ნერგაძემ თანამდებობა დატოვა.
ნიკო ნერგაძემ განაცხადა,საჯარო სამსახურში ერთ წელზე მეტი იმუშავა,რაც მისთვის საკმარისია და ახლა ძველ საქმიანობას, ჟურნალისტობას უბრუნდება.
ნიკო ნერგაძის თქმით, ის მუშაობას რადიო "თავისუფლებაში" გააგრძელებს.
ნერგაძემ პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტიდან წასვლაზე განცხადება 30 მაისს დაწერა.
მასალის გამოყენების პირობები