პოლიტიკა
კიევმა უნაუგურაციაზე მოსკოვის წარმომადგენელი მიიწვია
უკრაინის ხელისუფლებამ ქვეყნის ახალი პრეზიდენტის, პეტრე პოროშენკოს ინაუგურაციაზე , უკრიანაში რუსეთის ფედერაციის დროებითი წარმომადგენელი - ანდრეი ვორობიოვი მიიწვია . ინაუგურაცია 7 ივნისს გაიმართება . მიიღებს თუ არა ვორობიოვი მოწვევას - ჯერჯერობით უცნობია. უკრაინის საგარეო უწყების წარმომადგენელმა ევგენი პერებინისმა დააზუსტა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ინაუგურაციაზე არ მოუწვევიათ. უკვე ცნობილია, რომ აშშ-ის დელეგაციას ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უხელმძღვანელებს.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები