საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის პოზიცია აფხაზეთში მიმდინარე პროცესებში რუსეთის ჩარევის შესახებ პრემიერის პოზიციისგან განსხვავებულია. ჟურნალისტები დაინტერესდნენ, პრეზიდენტის შეფასებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაზე, რომლის თანახმადაც აფხაზეთის მოვლენებში რუსეთის ჩარევას დადასტურება და ანალიზი ესაჭიროება.
"ჩემი გუშინდელი შეფასება არის დღევანდელი შეფასებაც. მე ხომ არ ვარ პოლიტიკური კომენტატორი?! გააკეთა გუშინ უმაღლესმა პოლიტიკურმა ფიგურამ განცხადება და ხომ არ დაძველდა გუშინდელის მერე იგივე განცხადება დღესაც?!", - აღნიშნა გუშინ ჟურნალისტებთან საუბრისას გიორგი მარგველაშვილმა.
როგორც საქართველოს პრეზიდენტმა სამშაბათს განაცხადა, აფხაზეთის მოვლენებიდან ჩანს, რომ ეს არის რუსეთის პირდაპირი ჩარევა ჩვენი მოქალაქეების ცხოვრებაში. თუმცა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ თქვა, რომ რუსეთის ჩარევას აღნიშნულ პროცესებში დადასტურება და ანალიზი ესაჭიროება და მისი მოსაზრებით, ეს არის შიდა საკადრო გადაადგილებები.
მასალის გამოყენების პირობები