დაბრუნდება თუ არა გიგი უგულავა დედაქალაქის მერის თანამდებობაზე - სარჩელს თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს განიხილავენ.ადვოკატებმა, უგულავასათვის მერის უფლებამოსილების აღდგენის მოთხოვნით, საქალაქო სასამართლოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მიმართეს.პროცესი 12:00 საათზეა ჩანიშნული.
შეგახსენებთ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიგი უგულავას უფლებამოსილება 2013 წლის დეკემბერში შეუჩერდა, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლომ პირველი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არაკონსტიტუციურად ცნო.უგულავას უფლებამოსილების აღდგენის საკითხს იურისტები ეხმაურებიან. ნაწილი მიიჩნევს, რომ მოსამართლე დღევანდელ პროცესზე გადაწყვეტილებას გიგი უგულავას სასარგებლოდ მიიღებს. მათივე განცხადებით, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მის თანამდებობაზე აღდგენას პოლიტიკური დატვირთვა აქვს.
მასალის გამოყენების პირობები