"დიდი შვიდეულის" ქვეყნების ლიდერები უკრაინაში განხორციელებული ქმედებების საპასუხოდ რუსეთს დამატებითი სანქციებით ემუქრებიან.
"ბიბისის" ინფორმაციით, "დიდი შვიდეულის" ქვეყნის ლიდერებმა ერთობლივ განცხადებაში დაგმეს რუსეთის ქმედებები, რომელიც კვლავ აგრძელებს უკრაინის სუვერენიტეტის ხელყოფას.
"ჩვენ მზად ვართ, გავაძლიეროთ რუსეთის წინააღმდეგ მიზნობრივი სანქციები და განვიხილოთ დამატებითი შეზღუდვები, რათა რუსეთს დამატებითი ფასი დავუწესოთ, თუ ამას შემდგომი მოვლენები მოითხოვს", - ნათქვამია "დიდი შვიდეულის" ერთობლივ განცხადებაში.
როგორც გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ჟურნალისტებს განუცხადა, "დიდი შვიდეული" ვერ დაუშვებს უკრაინაში მომავალ დესტაბილიზაციას.
ამასთან, 1997 წელს რუსეთის "დიდ რვიანში" გაწევრიანების შემდეგ, ბრიუსელში "დიდი შვიდეულის" შეხვედრა გუშინ პირველად გაიმართა რუსეთის გარეშე. "დიდი რვიანიდან" რუსეთი უკრაინაში განხორციელებული ქმედებების გამო გარიცხეს.
მასალის გამოყენების პირობები