პოლიტიკა
ლეონიდ კუჩმა: „ ჩვენ რუსეთს ყირიმი ვაჩუქეთ,შემდეგი - დონბასი იქნება
უკრაინამ რუსეთს ყირიმი "აჩუქა“, რუსეთთან მიერთების ანალოგიური ბედი მოელის დონბასის რეგიონებსაც. ამის შესახებ უკრაინის მეორე პრეზიდენტმა, ლეონიდ კუჩმამ, შვედურ - უკრაინული ბიზნეს-ფორუმის წინ ჟურნალისტებს განუცხადა. ლ.კუჩმამ აღნიშნა, რომ ის მხარს უჭერს ქვეყნის აღმოსავლეთით მიმდინარე ანტიტერორისტულ ოპერაციას და გამოთქვა მოსაზრება, რომ უკრაინას რუსეთთან მიმართებაში კიდევ უფრო მკაცრი ზომები უნდა გაეტარებინა. მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლებამ ყირიმი „აჩუქა“ ჩრდილოელ მეზობელს , რომელიც თავის მხრივ, არასოდეს "დაშოშმინდება ". მან იმედი გამოთქვა, რომ ისინი „შეძლებენ დონბასის შენარჩუნებას და ყირიმის დაბრუნებას".
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები