უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ ძალოვან უწყებებს დამხმარე კორიდორის შექმნა დაავალა, მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, რომელსაც იმ ტერიტორიის დატოვება სურს, სადაც ანტიტერორისტული ოპერაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ პოროშენკოს პრეს-სამსახური ავრცელებს ინფორმაციას.
ამასთან, პოროშენკომ მინისტრთა კაბინეტს, ადამიანების გადაყვანის და სამედიცინო მომსახურების ორგანიზება, ასევე მობილური პუნქტების გაშლა დაავალა, რათა მშვიდობიანი მოსახლეობა სასმელი წყლით, საკვებით და მედიკამენტებით იქნას უზრუნველყოფილი.
ხელისუფლებამ ასევე უნდა იზრუნოს მოსახლეობის იმ ნაწილის განთავსებაზე, რომელიც ანტიტერორისტული ოპერაციის რაიონიდან გამოვიდა. პრეს-სამსახურის განცხადებით, ეს ყველაფერი სპეცოპერაციის ჩატარების რაიონში ახალი მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად გაკეთდა.
მასალის გამოყენების პირობები