საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რიჩარდ ნორლანდი წინასაარჩევნო გარემოს დადებითად აფასებს.
თუმცა ამერიკელი დიპლომატი მიიჩნევს, რომ დროულად უნდა მოხდეს მარნეულის ინციდენტის გამოძიება.
მისივე თქმით, საერთაშორისო საზოგადოება დიდი ყურადღებითა და სიფრთხილით ეკიდება საქართველოში მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებს.
ვიმედოვნებთ, რომ ეს არჩევნები ღიად და გამჭვირვალე გარემოში ჩატარდება. წინასაარჩევნო პერიოდი მთლიანობაში დადებითად შეიძლება შეფასდეს, თუმცა იყო გარკვეული ინციდენტებიც, რომელიც აუცილებლად უნდა იქნას გამოძიებული“,_განაცხადა ნორლანდმა.
მასალის გამოყენების პირობები