რუსეთის ელჩს აზერბაიჯანში, ვლადიმირ დოროხინს, რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროში საპროტესტო ნოტა გადასცეს.
მსგავსი რეაქცია აზერბაიჯანის მხრიდან ЛДПР-ის ლიდერის ვლადიმირ ჟირინოვსკის მიერ 14 სექტემბრის მოსკოვის აქციაზე გაკეთებულმა განცხადებებმა გამოიწვია. რუსი პოლიტიკოსის სიტყვები აზერბაიჯანელი არმიის ოფიცრის რამილ საფაროვის შეწყალების წინააღმდეგ იყო მიმართული.
ბაქოში აღნიშნავენ, რომ ჟირინოვსკის გამონათქვამები ზიანს აყენებს რუსეთის, როგორც ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარის მისიას, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების საქმეში.
რუსული მედიის ინფორმაციით, აქციის მსვლელობისას ჟირინოვსკიმ სომხეთის სპეცსამსახურებს შესთავაზა "პასუხი გაეცათ საფაროვის გათავისუფლებაზე".
2004 წელს ბუდაპეშტში აზერბაიჯანული არმიის ოფიცერმა რამილ საფაროვმა აზერბაიჯანული დროშის შეურაცხყოფისათვის სომეხი სამხედრო მოსამსახურე მოკლა.
საფაროვს 2006 წელს უნგრეთში სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა 2012 წლის აგვისტოში, ბაქოში ექსტრადირების შემდეგ, იგი აზერბაიჯანის პრეზიდენტმა შეიწყალა.
მასალის გამოყენების პირობები