პოლიტიკა
პუტინი და პოროშენკო „გაზის საკითხის“ განსახილველად შეხვედრას გამართავენ
უკრაინის პრეზიდენტ პეტრე პოროშენკოსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის გაზის მიწოდების საკითხთან დაკავშირებული შეხვედრა გაიმართება. ამის შესახებ ინტერფაქსი ავრცელებს ინფორმაციას, ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისრის - გიუნტერ ეტინგერის სიტყვებზე დაყრდნობით. შეხვედრის თარიღი 48 საათში გაირკვევა. მანამდე შეხვედრები ენერგეტიკის მინისტრების დონეზე ტარდებოდა. "ჩვენ გვსურს რუსეთის მხარეს ფასის ფორმირების მექანიზმებზე მოველაპარაკოთ, რათა ფასი სახელმწიფო ჩინოვნიკების გადაწყვეტილებაზე არ იყოს დამოკიდებული. იმისათვის, რომ არსებობდეს მკაფიო მექანიზმი სახელმწფოს ზეგავლენის გარეშე", - განაცხადა უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა იური პროდანმა.
თავის მხრივ, უფრო ადრე, პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ დასახელებული ფასი - 385 დოლარი ათას კუბამეტრში, „პარტნიორულზე გაცილებით უკეთესია".
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები