Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/06/EA4BBF85-7D9F-4BDB-9F4E-3135B4E878C2_mw1024_s_n.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/06/EA4BBF85-7D9F-4BDB-9F4E-3135B4E878C2_mw1024_s_n.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/06/EA4BBF85-7D9F-4BDB-9F4E-3135B4E878C2_mw1024_s_n.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/06/EA4BBF85-7D9F-4BDB-9F4E-3135B4E878C2_mw1024_s_n.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
პოლიტიკა
ევროსაბჭოს დელეგაცია 15 ივნისის არჩევნებს დააკვირდება
ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის დელეგაცია საქართველოში 2014 წლის 15 ივნისს დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებს დააკვირდება. დელეგაციას ჯოს ვინენი (ნიდერლანდები, ევროპის სახალხო პარტია) უხელმძღვანელებს. დელეგაცია 22 წევრისაგან შედგება, რომელთა შორის არიან წევრები ევროპის კავშირის რეგიონთა კომიტეტიდან. ევროსაბჭოს წარმომადგენლობის განცხადებით, 28-29 მაისს შედგა კონგრესის წევრთა წინასაარჩევნო ვიზიტი, რათა შეეფასებინათ საარჩევნო გარემო და არჩევნებისთვის მზადების პროცესი. არჩევნების დღესთან მიმართებით, კონგრესის დელეგაციის მეთაურმა ჯოს ვინენმა საქართველოს მთავრობას მოუწოდა, გააკეთოს ყველაფერი, რათა არჩევნებამდე დარჩენილი დღეების განმავლობაში უზრუნველყოს სამართლიანი კამპანია მშვიდობიან და დემოკრატიულ გარემოში. "მე ყურადღება მივაქციე მთავრობის დაპირებას, რომ ჩატარდეს უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტის არჩევნები, რათა დაიგმოს ნებისმიერი ფორმის ძალადობა და თითოეულ კანონდარღვევას მოჰყვეს სათანადო რეაგირება. საარჩევნო კამპანიის პროცესში პოლიტიკურ პარტიებსა და კანდიდატებს შორის კონკურენცია შეიძლება იყოს წინააღმდეგობრივი, მაგრამ არასოდეს უნდა ახლდეს დამამცირებელი თუ სიძულვილით აღსავსე დისკურსი ან ქცევა. ხელისუფლების შტოების ურთიერთკონტროლისა და დაბალანსების სისტემა არის მოწიფული დემოკრატიული გარემოს მთავარი წინაპირობა, რომელშიც მთავრობასაც და ოპოზიციასაც თავისი როლი აქვს და ორივე პასუხისმგებლობით ეკიდება მათ, ვინც გადაწყვეტილებას იღებს არჩევნების დღეს - ხალხს", - განაცხადა ვინენმა. ამასთან, ევროსაბჭოს წარმომადგენლობის ინფორმაციით, 12 და 13 ივნისს დელეგაციის წევრები საქართველოში ვიზიტის ფარგლებში შეხვდებიან მთავრობის წარმომადგენლებს, მათ შორის, იუსტიციის მინისტრს და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანს. ასევე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებს. აღნიშნული კონგრესის დელეგაცია ასევე შეხვდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებს. ევროსაბჭოს წარმომადგენლობის ინფორმაციით, შეხედულებების გაზიარების მიზნით შეხვედრები იგეგმება თბილისის მერობის კანდიდატებთანაც, ასევე კონგრესის საქართველოს დელეგაციის წევრებსა და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან. აგრეთვე დელეგაცია შეხვდება დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და ქართული სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებს. 14 ივნისს დელეგაციის წევრები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში შეხვდებიან ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ადგილობრივ გრძელვადიან დამკვირველვებს, რათა მოემზადნონ 15 ივნისის არჩევნებზე დასაკვირვებლად. ევროსაბჭოს წარმომადგენლობის განცხადებით, სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" 16 ივნისს, 11:30 საათზე დაგეგმილია პრესკონფერენცია, სადაც დელეგაცია თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, წინასწარ დასკვნებს წარმოადგენს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.