გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა აბაშიძე, მისი ორი მოადგილე და ადმინისტრაციის ლოჯისტიკის ხელმძღვანელი გადადგნენ. ამის შესახებ ინფორმაციას "მაესტროს" საინფორმაციო სამსახური ავრცელებს. გადადგომის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.
ამ დროისთვის გადადგომის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა ლაშა აბაშიძემ და განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტთან შეთანხმებით მიიღო.
მასალის გამოყენების პირობები