Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/06/10463045_666771973413882_2824128469624729930_n.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

პოლიტიკა
ღარიბაშვილმა და ბაროზუმ 80 მლნ ევროს ინფრასტრუქტურული პროექტი გააფორმეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზუმ 80 მილიონი ევროს ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტი გააფორმეს. ხელმოწერის ცერემონია სასტუმრო "რედისონში" საქართველო-ევროკავშირის საერთაშორისო საინვესტიციო კონფერენციის ფარგლებში გაიმართა. 80 მილიონი ევროდან 8 მილიონი საქართველოში წყლის ხარისხის გაუმჯობესებაზე დაიხარჯება და ის 200 000 ადამიანისთვის წყლის უწყვეტ მიწოდებას უზრუნველყოფს. აღნიშნული პროექტი "წყლის მოდერნიზაცია 1" პროექტის გაგრძელებას წარმოადგენს. "წყლის მოდერნიზაცია 2" ხუთ წელზე გათვლილი პროექტია და მის ფარგლებში მიღწეული იქნება ისეთი საკვანძო ამოცანები, როგორიცაა არსებული წყალმომარაგების ქსელის განახლება, ქსელში ახალი მომხმარებლების ჩართვა, მომსახურების უფრო მაღალი დონის დანერგვა და წყლის დანაკარგების შემცირება, რაც წყალმომარაგებას გააუმჯობესებს. ამჟამად პროექტი მოიცავს 28 ქალაქს, რომლებიც შემდეგ რეგიონებში მდებარეობს: სამეგრელო-ზემო სვანეთი, გურია, იმერეთი, ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, კახეთი, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი. პროექტი მოიცავს როგორც მთავარ ქალაქებს, ასევე პატარა სოფლებსაც. პროექტის საერთო ღირებულების 80 მილიონი ევროდან, ევროკავშირი უზრუნველყოფს გრანტს საერთო ოდენობით 8 მილიონი ევრო, ევროპის საინვესტიციო ბანკი სესხს - 40 მილიონი ევროს ოდენობით, ხოლო აზიის განვითარების ბანკის სესხი 32 მილიონ ევროს შეადგენს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.