საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მსჯავრდებული თამაზ თამაზაშვილი მოინახულეს.
პატიმრის განცხადებით, დღეს მასთან საკანში არავინ არ შესულა და მის მიმართ გავრცელებული ბრალდების არსის შესახებ, შუადღით, რადიოს მეშვეობით შეიტყო.
პატიმარი უარყოფს მის მიმართ რაიმე სახის ზეწოლის ან სხვა ძალადობრივი ქმედების განხორციელებას.
სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა დაწესებულება რამოდენიმე წუთის წინ დატოვეს.
სახალხო დამცველის წარმომადგენლები რეგულარულად მოინახულებენ მსჯავრდებულ თამაზ თამაზაშვილს.
მასალის გამოყენების პირობები