პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აუდიტის სამსახური შევიდა. ინფორმაცია უწყების პრესსამსახურის ხელმძღვანელმა დაადასტურა.
ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ აუდიტის მუშაობა არ უკავშირდება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გუშინ განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, შემოწმება იანვრიდან დაიწყო და ივლისში დასრულდება, რის შემდეგაც აუდიტის ანგარიში საზოგადოებისთვის საჯარო გახდება და მას უწყების ვებ-გვერდზე ატვირთავენ. სხვა ინფორმაცია შემოწმების დასრულებამდე არ ხმაურდება.
მასალის გამოყენების პირობები