Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/09/CB1E61C4-D217-4C68-ABD3-650E8AE51A81_mw800_mh600.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

პოლიტიკა
საქართველოს სახალხო დამცველი საგანგებო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს სახალხო დამცველი,გიორგი ტუღუში,კიდევ ერთხელ მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, დაუყოვნებლივ დეტალურად გამოიძიონ სასჯელაღსრულების სისტემაში მომხდარი არასათანადო მოპყრობის ფაქტები, მათ შორის, ის საქმეები, რომლებიც ფიგურირებს სახალხო დამცველის და პრევენციის ეროვნული მექანიზმის ანგარიშებში და ის ფაქტები, რომელთა ამსახველი ვიდეოკადრები საზოგადოებამ გუშინ იხილა.

„მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებში ფიგურირებენ სასჯელაღსრულების N8 დაწესებულების თანამშრომლები, ხელმძღვანელობა, ასევე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლები, მათ შორის N8 დაწესებულების დირექტორი დავით ხუჭუა, დირექტორის მოადგილე ვიქტორ ყაჭეიშვილი, რეჟიმის უფროსი ოლეგ ფაცაცია, ამავე დაწესებულების უსაფრთხოების თანამშრომელი გიორგი ავსაჯანიშვილი, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გაგა მკურნალიძე, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელი გიორგი კინწურაშვილი და სხვა პირები, რომელთა სახელები ფიგურირებს სახალხო დამცველის ანგარიშებშიც.

გარდა ამისა, სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ გარემოებას, რომ სამწუხაროდ, გლდანის N8 დაწესებულება, არასათანადო მოპყრობის მხრივ, არ წარმოადგენს გამონაკლისს სასჯელაღსრულების სისტემაში. მსგავს პრობლემებთან გვაქვს საქმე ქუთაისის N2, მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა N18, ქსნის N15 დაწესებულებებში. აღნიშნულის თაობაზე სახალხო დამცველმა არაერთხელ გაავრცელა საგანგებო განცხადება, რასაც სათანადო რეაგირება არ მოყოლია.

სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ ამჯერად სამართალდამცავი ორგანოები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ გამოვლინდეს და სათანადოდ დაისაჯოს ყველა ის პირი, რომელიც მონაწილეობდა პატიმრების ცემასა და მათ მიმართ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობაში, ასევე, ის პირებიც, ვისი მდუმარე თანხმობითაც ხორციელდებოდა ზემოაღნიშნული“-ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.