საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, წინასაარჩევნოდ გამოცხადებული მორატორიუმი შესაძლოა, არჩევნების მეორე ტურამდე გაგრძელდეს , - ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ შს მინისტრმა ალექსანდერე ჭიკაიძემ განუცხადა.
"არ ვიცი, ამ სიტუაციაში, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული. სავარაუდოდ დაველოდებით მეორე ტურს, შესაძლოა, მორატორიუმი გაგრძელდეს, თუმცა ჯერ არ ვიცი", - განაცხადა ალექსანდრე ჭიკაიძემ.
ამასთან, შინაგან საქმეთა მინისტრი მარნეულის საარჩევნო ოლქში მომხდარ ფაქტსაც გამოეხმაურა და განმარტა, რომ აღნიშნულზე გამოძიება დაუყოვნებლივ დაიწყო.
"გამოძიება დაუყოვნებლივ გუშინვე დაიწყო. თუმცა შედეგებზე წინასწარ საუბარი ნაადრევია. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დასკვნას ვერ გავაკეთებ, დაველოდოთ და ყველაფერს დეტალურად გაიგებთ", - აღნიშნა შს მინისტრმა.
მასალის გამოყენების პირობები