წინასწარი მონაცემებით, კოალიცია “ქართულმა ოცნებამ” ასარჩევი 1049 აჟორიტარული მანდატიდან 811 დეპუტატი გაიყვანა, რაც საერთო რაოდენობის 77,31%-ს შეადგენს.
მეორე ადგილზე გავიდნენ საინიციატივო ჯგუფის კანდიდატები, რომელთა რაოდენობა 128 დეპუტატი – 12,20%-ია. მესამე ადგილზეა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – 64 მაჟორიტარი (6,1%).
პირველად მონაცემებით, შემდეგი ადგილები ასე ნაწილდება: კოალიცია “ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიცია” 28 მაჟორიტარი (2,67%), არასაპარლამენტო ოპოზიცია (კახა კუკავა, ფიქრია ჩიხრაძე) – 4 მაჟორიტარი (0,38%), საქართველოს პატრიოტთა ალიანსი – 3 მაჟორიტარი (0,29%), “ქართული პარტია” – 3 მაჟორიტარი (0,29%), საქართველოს ძალოვან ვეტერანთა მოძრაობა – 2 მაჟორიტარი (0,19%), “ლეიბორისტული პარტია” – 1 მაჟორიტარი (0,1%), ქდპ – 1 მაჟორიტარი (0,1%) და სხვა – 4 მაჟორიტარი (0,38%).
კოალიცია “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის კახა კალაძის განცხადებით, ჯამში ოპოზიციური პარტიების მაჟორიტართა რაოდენობა 238-ს შეადგენს, საიდანაც 64-ა მთავარ ოპოზიციურ ძალაზე პრეტენზიის მქონე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი.
მისივე თქმით, მაჟორიტარული და სიითი შემადგენლობის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით “ქართულმა ოცნებამ” 1400-მდე მანდატი მოიპოვა.
მასალის გამოყენების პირობები