2014 წლის ბიუჯეტის ფარგლებში, ადგილობრივი არჩევნებისთვის ჯამში 34. 673. 300 ლარის დახარჯვაა გათვალისწინებული.
ცესკო-სთვის ჯერ უცნობია, რა ხარჯის გაწევა იქნება საჭირო არჩევნების მეორე ტურისთვის და არის თუ არა საკმარისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა.
ცესკო-ს დაგეგმვისა და სახელმწიფოს შესყიდვების დეპარტამენის ხელმძღვანელმა,ოთარ ბურსკივაძემ განაცხადა,რომ არჩევნების მეორე ტურის ბიუჯეტის გაანგარიშება ახლა მიმდინარეობს და უახლოეს დღეებში გაირკვევა, გახდება თუ არა საჭირო თანხების დამატება.
"ამ ეტაპზე ვერ გეტყვით, რა დაჯდება მეორე ტური. ეს დაახლოებით ორ-სამ დღეში გვეცოდინება. შესაძლოა, გამოყოფილი თანხიდან რაღაც რესურსი გვეყოს, შესაძლოა, საჭირო გახდეს თანხის თავიდან გამოყოფა", - აღნიშნა მან.
არჩევნებთან დაკავშირებით ბიუჯეტში რამდენიმე პროგრამა ჩაიდო: არჩევნების ჩატარებისთვის საჭირო პირდაპირი ხარჯი 27 174 500 ლარს შეადგენს. საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომელთა ტრენინგებისთვის - 825 500 ლარი, საარჩევნო სუბიექტების სატელევიზიო რეკლამისათვის - 1 200 000 ლარი, ხოლო საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების დაფინანსებისათვის - 5 473 300 ლარი.
შესაბამისად, თვითმმართველობის არჩევნების ბიუჯეტი ჯამურად 34 673 300 ლარს შეადგენს.
მასალის გამოყენების პირობები