ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლების ყველაზე დიდი გადაცდომა მისი აზრით, მაღალჩინოსნებისთვის დარიგებული მაღალი პრემიები იყო. ამის შესახებ ყოფილმა პრემიერმა "გურია ნიუსს" განუცხადა და დასძინა, რომ ასეთი ფაქტები არ უნდა ხდებოდეს.
"მე ვფიქრობ, რომ ეს არის დიდი რაოდენობით დარიგებული პრემიები. ეს იყო ჩემთვის ძალიან დიდი ტრამვა და არც ვმალავდი ამას. სადაც შეიძლებოდა ყველგან განვაცხადე და ყველას დავურეკე. მე ვთვლი, რომ ყველაზე დიდი შეცდომაც და ყველაზე დიდი გაუგებრობაც ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდგომ სწორედ რომ ეს არის და ეს ფაქტია,- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები