ევროკავშირი საქართველოში 15 ივნისს გამართულ თვითმმართველობის არჩევნებს ეხმაურება და ამომრჩევლებსა და კანდიდატებს ადგილობრივი არჩევნების პირველ ტურში მონაწილეობას ულოცავს.
განცხადებას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ქეთრინ ეშტონის პრესსპიკერი ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ეს არჩევნები საქართველოს დემოკრატიული განვითარებისკენ გადადგმული შემდგომი ნაბიჯია.
"ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ ადგილობრივი დამკვირვებლების დასკვნებს. ეს არჩევნები აღინიშნებოდა საარჩევნო პროცესის გაუმჯობესებითა და ქალი კანდიდატების მონაწილეობის ზრდით. ამავდროულად, კვლავ შეშფოთების საგნად რჩება საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებული დაშინება და ძალადობა. ყოვლად მიუღებელი უნდა იყოს ძალადობა და დაშინება მეორე ტურამდე პერიოდში, რომელიც მთელი რიგ ოლქებში გაიმართება", - ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში.
ამასთან, როგორც განცხადებაშია აღიშნული, დემოკრატიული საზოგადოების ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვანია, როგორც ანგარიშვალდებული მთავრობა, ისე კონსტრუქციული ოპოზიციის არსებობა. ევროკავშირი საქართველოს ინტერესების გათვალისწინებით, ახალ ადგილობრივ ადმინისტრაციებში ყველა მხარეს თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.
"მივესალმებით ცენტრალური საარჩევო კომისიისა და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების, ორგანიზაციების მიერ შეტანილ მნიშვნელოვან წვლილს საარჩევნო პროცესში. ევროკავშირი მოუთმენლად ელოდება საქართველოს მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას", - ნათქვამია ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ქეთრინ ეშტონის პრესსპიკერის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები