უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ცეცხლის დროებით შეწყვეტა ძალიან ხანმოკლე იქნება, ამ დროის განამვლობაში ამბოხებულებმა განიარაღება უნდა მოასწრონ, ხოლო რეგიონში - წესრიგის დამყარება უნდა მოხერხდეს. უკრაინის ძალოვანები ქვეყნის აღმოსავლეთით ცალმხრივად შეწყვეტენ ცეცხლს, იმისათვის რომ უკანონო შეიარაღებულმა ფორმირებებმა განიარაღება და ქვეყნიდან გასვლა მოასწრონ, -განაცხადა პეტრე პოროშენკომ. პოროშენკომ პირობა დადო, რომ ამინსტირებული იქნება ყველა, ვინც იარაღს დაყრის და ვისაც მძიმე დანაშაული არ ჩაუდენია.
მან ასევე თქვა, რომ უკრაინის კანონმდებლობაში შეიტანს ცვლილებათა პროექტს, რომელიც ხელისუფლების ღრმა დეცენტრალიზაციას ითვალისწინებს. მისი თქმით, ეს სამხრეთ-აღმოსავლეთში კრიზისის დარეგულირების ერთ-ერთი საფუძველია. უფრო ადრე, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან სატელეფონო საუბრისას, პოროშენკომ ევროკავშირსა და აშშ-ს სახელმწიფო საზღვარზე კონტროლის გაძლიერებაში დახმარება სთხოვა. კერძოდ, საუბარია 10-კილომეტრიან ბუფერულ ზონაზე.
მასალის გამოყენების პირობები