Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/06/140619052620_auschwirz-birkenau_624x351_pa.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

პოლიტიკა
აშშ-ში ოსვენციმის ყოფილი ზედმახედველი დააპატიმრეს
აშშ-ში, ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში ნაცისტების მიერ ათასობით ადამიანის მკვლელობაში ხელშეწყობის ბრალდებით, 89 წლის მამაკაცი დააკავეს. იოჰან ბრაიერი ამჟამად პენსილვანიის შტატის ციხეში იმყოფება. ის მას შემდეგ დააპატიმრეს, რაც გერმანიამ მისი დანაშაულებების დამადასტურებელი ახალი მტკიცებულებები წარმოადგინა. ბრაიერი არ უარყოფს, რომ ოსვენციმში ზედამხედველად მუშაობდა, თუმცა, მისი თქმით, ის ბანაკის პერიმეტრს გარეთ მსახურობდა და მასობრივ მკვლელობებში არ მონაწილეობდა. მისმა ადვოკატმა ფილადელფიის სასამართლოს განუცხადა, რომ ბრაიერი საკმაოდ დაძაბუნებულია იმისათვის, რომ გერმანიაში მისი ექსტრადირების საკითხის განხილვამდე, პატიმრობაში დარჩეს. თუმცა გირაოს სანაცვლოდ გათავისუფელბაზე მას უარი ეთქვა. ბრაერი აშშ-ში 1952 წელს ჩავიდა, 1990-იან წლებში ამერიკის ხელისუფლება მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას და ქვეყნიდან დეპორტირებას შეეცადა. თუმცა, ვინაიდან, მისი დედა ამერიკელი იყო და ბრაიერს აშშ-ის მოქალაქეობის უფლება დაბადების ადგილით ჰქონდა მინიჭებული, ხოლო ნაცისტური არმიის რიგებში, ის იძულებით, ჯერ კიდევ არასრულწლოვანი ჩარიცხეს, აშშ-მა ვერ მოახდინა მისი ქვეყნიდან დეპორტირება. http://www.bbc.co.uk
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
17 / აპრილი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.