მარნეულში, გაუქმებულ უბნებზე განმეორებითი კენჭისყრა 29 ივნისს ჩატარდება. ამის შესახებ ცესკო-ს სპიკერმა ეკა აზარაშვილმა განაცხადა.
"მედიასაშუალებებით გავრცელებული ვიდეოების შესწავლის და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების შემდეგ, გაუქმებულია მარნეულის ორი, #25 და #57 უბნის შედეგები. ამ ორ უბანზე 29 ივნისს გაიმართება განმეორებითი კენჭისყრა", -განაცხადა აზარაშვილმა.
"ნაციონალურმა მოძრაობამ" მარნეულის 22-ე საარჩევნო ოლქის 25-ე და 57-ე საარჩევნო უბნებზე გადაღებული ვიდეომასალა წარმოადგინა, რომელშიც, პარტიის ლიდერების შეფასებით, გაყალბებაა ასახული. კადრებში ჩანს, რომ ერთი და იგივე პირი საარჩვენო ყუთში რამდენიმე ბიულეტენს აგდებს.
მასალის გამოყენების პირობები