აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველთან კონსულტაციის შემდეგ, თეთრ სახლში ჟურნალისტებისთვის ერაყის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით,განცხადება გააკეთა. ობამამ განაცხადა, რომ აშშ მზადაა, ერაყის ექსტრემისტულ დაჯგუფება „ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფო“-ზე წერტილოვანი დარტყმები განხორციელოს.
ობამას თქმით, აშშ მზადაა ერაყში 300-მდე სამხედრო მრჩეველი გაგზავნოს, რომლებიც ადგილობრივი ძალების უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ.
მასალის გამოყენების პირობები