ლტოლვილთა რაოდენობამ, რომლებმაც იძულებით დატოვეს საკუთარი საცხოვრებელი ქვეყანაში მიმდინარე ომისა და დევნის გამო,2013 წელს 51 მილიონს გადააჭარბა. ამის შესახებ გაერო-ს ლტოლვილთა სააგენტოს ანგარიშშია ნათქვამია.
გაერო-ს ინფორმაციით, გასულ წელს იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობამ 51,2 მილიონს მიაღწია, რაც ექვსი მილიონით მეტია 2012 წელთან შედარებით. ამასთან, ეს მაჩვენებელი ყველაზე მაღალია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.
გაერო-ს ლტოლვილთა სააგენტოს ცნობით,მსოფლიოში ლტოლვილთა რაოდენობის ზრდა სირიაში, ცენტრალურ აფრიკასა და სამხრეთ სუდანში მიმდინარე კონფლიქტებმა გამოიწვია.
2013 წელს ავღანეთი და სირია ყველაზე მეტმა იძულებით გადაადგილებულმა პირმა დატოვა.
დღეს ლტოლვილთა საერთაშორისო დღე აღინიშნება.
მასალის გამოყენების პირობები