გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ფარულად გადაღებული ვიდეომასალის ავტორი, ამავე დაწესებულების ოფიცერი დათა აკობია გამთენიისას დააკევს. ის ამ დროისთვის შსს-ს მთავარი სამმართველოს წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.
ეს ინფორმაცია პროკურატურაში მისულ ადვოკატ სალომე აბულაძეს ამ სამართალდამცველი უწყების წარმომადგენელმა ლევან მახაშვილმა მიაწოდა.
ადვოკატი და მედიაკავშირი "ობიექტივის" წევრები ამ დრომდე უშედეგოდ ცდილობდნენ გაერკვიათ, თუ სად ჰყავდათ დაკავებული დათა აკობია.
დათა აკობია დაკავება დღეს გამთენიისას საქართველო-სომხეთის საზღვარზე, სადახლოს საბაჟოზე მოხდა.
მასალის გამოყენების პირობები