Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/06/10363232_329114200587188_145131035806469705_n.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

პოლიტიკა
ირმა ნადირაშვილი და ზურაბ ჯაფარიძე აზერბაიჯანში საქართველოს ელჩის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებენ
საპარლამენტო უმცირესობის წევრები ირმა ნადირაშვილი და ზურაბ ჯაფარიძე პატივისა და ღირსების შელახვისთვის საქართველოს ელჩს აზერბაიჯანში სასამართლოში უჩივლებენ , - ამის შესახებ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში ჩართვისას ირმა ნადირაშვილმა განაცხადა. დეპუტატმა ბაქოს აეროპორტის საბაჟოზე განვითარებული მოვლენები გაიხსენა და აზერბაიჯანში საქართველოს ელჩის ქმედებას უსინდისო საქციელი უწოდა. მისი თქმით, იგი პარასკევსაც ცდილობდა ელჩს და მის სამდივნოს დაკავშირებოდა, თუმცა უშედეგოდ. ნადირაშვილი მიიჩნევს, რომ ელჩმა უნდა გასცეს პასუხი, რატომ მიაყენა მათ ასეთი დარტყმა. "ეს არის ალბათ ქრესტომათიაში შესატანი მაგალითი, თუ როგორ არ უნდა იქცეოდეს დიპლომატი და გასაგებია, რომ ის ვერ მოდის ტელეფონთან, რომ მე გამცეს პასუხი: რაზე დაყრდნობით მოგვაყენა ამხელა დარტყმა მე და ბატონ ზურაბ ჯაფარიძეს? რაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ჩვენ მოგვქონდა ერთი მილიონი დოლარი, მოგვქონდა ელექტროშოკები? ის ალბათ ვალდებულია, დაასახელოს წყარო", _ დასძინა ნადირაშვილმა. მისივე თქმით, იმის ნაცვლად, რომ საქართველოს საელჩო აზერბაიჯანში საკუთარი მოქალაქეების უფლებების დაცვით იყოს დაკავებული, საბაჟოზე დაკავებული იყვნენ დეზინფორმაციით, ირმა ნადირაშვილისა და ზურაბ ჯაფარიძის პატივისა და ღირსების შელახვით. "ეს იყო უსინდისო და უპასუხისმგებლო საქციელი. არ იფიქროს ჩვენმა ელჩმა, იმის გამო, რომ ორი დღე ტელეფონთან არ მოვა, მე ეს დღე, ეს საქმე დამავიწყდება, ასე ნამდვილად არ იქნება. მე და ზურაბ ჯაფარიძე ვამზადებთ ერთობლივ სარჩელს და ჩვენ მას პატივისა და ღირსების შელახვისთვის სასამართლოში ვუჩივლებთ", _ დასძინა ირმა ნადირაშვილმა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.