22-23 ივნისს, უკრაინის პრეზიდენტის პეტრე პოროშენკოს დავალებით,უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პაველ კლიმკინი,სამუშაო ვიზიტით ლუქსემბურგში ჩავა,სადაც ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების საბჭოს სხდომას დაესწრება.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ამ ფორმატის სხდომაზე, უკრაინა-ევროკავშირის ისტორიაში, პირველად მიიწვიეს,რადგან საბჭო მხოლოდ ევროკავშირის წევრ -ქვეყნებს აერთიანებს. კლიმკინი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს, ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონში სიტუაციის დასარეგულირებლად, უკრაინის პრეზიდენტის პეტრე პოროშენკოს მიერ შემუშავებულ სამშვიდობო გეგმას წარუდგენს. სხდომის შედეგების მიხედვით, საბჭო უკრაინის საკითხთან დაკავშირებით მიიღებს გადაწყვეტილებას.
მასალის გამოყენების პირობები