საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულებას ევროკავშირის მხრიდან ხელს ევროკავშირის ხელმძღვანელობა მოაწერს.
როგორც ჟურნალისტებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა განუცხადა, ესენი იქნებიან: ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზო და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ჰერმან ვან რომპეი.
საქართველოს მხრიდან ასოცირების ხელშეკრულებას ხელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოაწერს. ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონია 27 ივნისს, ბრიუსელში, ადგილობრივი დროით, 09:00 საათზე გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები