ამ დრომდე ჩვენ არ დაგვიწესებია არანაირი რეალური სანქცია რუსეთის წინააღმდეგ, - ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილდტმა Die Welt-თან ინტერვიუში განაცხადა.
"ფაქტი ფაქტად რჩება - ამ დრომდე ჩვენ არ დაგვიწესებია არანაირი რეალური საქნცია რუსეთის წინააღმდეგ. ჩვენ დავუწესეთ აკრძალვა შემოსვლაზე და გავუყინეთ ანგარიშები რამდენიმე ადამიანს. ამან უკვე მოახდინა დარტყმა რუსეთის ეკონომიკაზე და ჩვენ ვხედავთ შედეგს, რომ რუსეთიდან კაპიტალის გადინება ხდება, ჭკვიანი ადამიანები ტოვებენ ქვეყანას, უცხოური ინვესტიციები კი, ფაქტობრივად, არ არის. ჩვენ ფსონს ვდებთ არა მკვეთრ ეფექტზე, არამედ საშუალო და გრძევადიან შედეგებზე, რომლებიც უკვე დღეს პანიკაში აგდებენ კრემლს", - განაცხადა კარლ ბილდტმა.
მასალის გამოყენების პირობები