ძვირფასო საქართველოს მოქალაქეებო, გილოცავთ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას და მოგესალმებით ევროპულ ოჯახში, - ეს სიტყვები ლიტვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ ქართულად წარმოთქვა ქართველი ხალხისადმი საგანგებოდ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.
"ძვირფასო ქართველებო, დღეს ევროკავშირი ხელს აწერს ასოცირების შეთანხმებას საქართველოსთან. მივესალმები და გილოცავთ ევროპულ არჩევანს. ეს არის გზა მეტი თავისუფლებისკენ, დემოკრატიისკენ და ევროპული კეთილდღეობისკენ. ლიტვა და ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყანა თქვენ მტკიცე პარტნიორად ვრჩებით. ეს ჩვენი საერთო შესაძლებლობაა გაგიზიაროთ ის საუკეთესო, რაც გაგვაჩნია – ღირებულებები და პარტნიორიობა. ეს უდიდესი დღეა ევროპისთვის, რადგან ქართველმა ხალხმა ნდობა გამოუცხადა ევროპული ცხოვრების წესს", - განაცხადა დალია გრიბაუსკაიტემ.
მასალის გამოყენების პირობები