სიმბოლურია, რომ სამივე ქვეყანა ერთ დღეს ვაწერთ ხელს ამ უმნიშვნელოვანეს ხელშეკრულებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა , ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელში, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის ღონისძიებაზე განაცხადა. მისი თქმით, ეს ხელშეკრულება ამ სამ ქვეყანას არა მარტო დაახლოებს, არამედ რეგიონში დემოკრატიის გაძლიერებასა და სტაბილურობას შეუწყობს ხელს.
"ნება მომეცით, ვისარგებლო შემთხვევით და გულწრფელად მივულოცო ჩვენს მეგობრებს, უკრაინელ და მოლდოველ ხალხს, ჩემს კოლეგებს ასოცირების შეთანხმების გაფორმება ევროკავშირთან. ვფიქრობ, სიმბოლურია, რომ სამივე ქვეყანა ერთ დღეს ვაწერთ ხელს ამ უმნიშვნელოვანეს ხელშეკრულებას, რომელიც არა მარტო ევროკავშირთან დაგვაახლოებს, არამედ რეგიონში დემოკრატიის გაძლიერებასა და სტაბილურობას შეუწყობს ხელს, და ასევე საფუძველს ჩაუყრის საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას შორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობასა და ჩვენი ქვეყნების საერთო ევროპული მომავლის მშენებლობას", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები